შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და მიმდინარე სამუშაო პროცესი. შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. შეხვედრის შემდეგ ჩანიშნულია შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო პარტიების შეხვედრაც.

დატოვე კომენტარი