სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ აგვისტოს დასაწყისში შექმნილ „ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის სამუშაო ჯგუფშიც“. ამ ჯგუფის მუშაობაც ევროკომისიის რეკომენდაციების მეორე პუნქტს ეხება და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტის რეგლამენტის ნორმებისა და ეფექტიანობის შესწავლას ისახავს მიზნად. ჯგუფმა ცვლილებები სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობისა და საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების კუთხით უნდა მოამზადოს.