რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანებზე ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან თუთბერიძის ფილმი გამოვა.
„სამურაი დასვენების ჟამს“, – ასე ერქმევა ნამუშევარს, რომლის სცენარზე რეჯისორმა აკა მორჩილაძესთან ერთად იმუშავა. ხუთი ადამიანის ერთდღიანი ურთიერთობის ისტორიაზე გადაღებული ფილმის პრემიერა 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.