სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ
სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში აქცია მიმდინარეობს. ვაზისუბანი-ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები აქციას მართავენ. გაფიცულია 250 მძღოლი, მათ გადაკეტილი აქვთ კარიერამდე მისასვლელი გზა. მძღოლები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, რაც მათი თქმით, ერთ მილიონ ლარს შეადგენს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელშეკრულებები რუსულ და ჩინურ ენაზეა გაფორმებული, შესაბამისად, ისინი ვერ გებულობენ რა წერია კონტრაქტში. “გვატყუებენ წონაში, კილომეტრაჟში, რაც გვაზარალებს ჩვენ და მწყობრიდან გამოდის ავტომობილები. არ გვყავს თარჯიმანი და ვერ ვამყარებთ კომუნიკაციას დამსაქმებელთან”-განცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილე დათო მანაგაძემ.
გზის დაგების სამუშაოებს ჩინური კომპანია “სინო ჰიდროს“ აწარმოებს.