სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამუშაოები დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების მონიტორინგს ამჯერად გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის სამუშაოები დაათვალიერა.
ახალი მიმართულების ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე კეთდება წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.