სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამუშაოები დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს ამჯერად გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

ახალი მიმართულების ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე კეთდება წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.