საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ზამთრის კურორტები სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი საბაგირო და სასრიალო გზებით ხვდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტებზე უკვე არსებულ სათხილამურო ტრასებსაც. განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელზეც 800 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ. გუდაურსა და ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ჩატარებული წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა პრესტიჟულ ტურნირებს მომავალ წელსაც უმასპინძლებს.
2024-ში საქართველოში ზამთრის სპორტულ სახეობებში მსოფლიო თასის არაერთი ეტაპი ჩატარდება.