გუდაურში ზამთრის სამთო მომზადების შუალედური კურსი მიმდინარეობს.
„ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან.
კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის სამი ქართველი, ორი ლატვიელი, ერთი ბელარუსი, ერთი აზერბაიჯანელი და შვიდი უკრაინელია.
კურსი 8 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.