საერთაშორისო ჯაზფესტივალი „ზამთრის ჯაზი გუდაური“

„ზამთრის ჯაზი გუდაური“ – წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე, ზამთრის კურორტების საერთაშორისო ფესტივალი დაემატება. ორდღიანი ღონისძიებები სასტუმრო „კარპე დიემის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 11 არტისტი მიიღებს.

ფესტივალი 24 თებერვალს დაიწყება და 25-ში ჰაუს არტისტების კონცერტით დასრულდება. ზამთრის ჯაზფესტივალის მხარდამჭერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის ტრასების სააგენტოა.