წიგნის პრეზენტაცია
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, იან კოტის წიგნის, „შექსპირი, ჩვენი თანამედროვე“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ გამოიცა. „იან კოტის „შექსპირი, ჩვენი თანამედროვე“ მეოცე საუკუნის თეატრალური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წიგნია. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული ეს წიგნი ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს შექსპირი საკუთარი დროის პერსპექტივიდან თავიდან აღმოაჩინოს და კოტის მემკვიდრეობა ახალი თეატრალური გამოცდილებით გააგრძელოს.