სამთო მომზადების კურსის წარმატებით გავლისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 17 თანამშრომელს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა. კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.
სერტიფიკატების გადაცემას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.