ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 38 ტრენერი მომზადდა

15:22, 30.07.2018

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 38 ტრენერი მომზადდა. მათ დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.

ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტების ტრენერები ამერიკელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა.

პროექტის მიზანია, საქართველოში შშმ პირთა რეაბილიტაციისთვის სპეციალისტების, მომსახურების და დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფა.

პროექტი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი