სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატების შუამდგომლობები მოწმეების, რეხვიაშვილის, ჩადუნელისა და თედორაძის დეტალური სატელეფონო ამონაწერის გამოთხოვასა და შ.პ.ს „ბირკოპის“ სალარო აპარატის ჩეკების  გამოთხოვის შესახებ არ დააკმაყოფილა.

სხდომა უკვე ორი საათია დაცვის მხარისა და მოსამართლის ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობს.

ადვოკატებმა დღეს მოსამართლე რამდენჯერმე დაადანაშაულეს ტენდენციურობაში. ეკატერინე პართენიშვილმა დაცვის მხარეს რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და კორექტურობისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში ადვოკატები ახალ შუამდგომლობას აყენებენ.