სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - გიორგი ჭანტურიასთვის ბრალის წარდგენის ვადა ამოიწურა

ხმაური იყო რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის განყოფილების ეზოში.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც დალუქული იყო, ექსპერტებმა ხელახლა გახსნეს.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ადგილზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ჭანტურიას უფლებადამცველის დასწრების გარეშე, ამ მოქმედების განხორციელება არ შეიძლებოდა.

დაკავებულის მეუღლეს იმედი აქვს, რომ მის ქმარს დღეს გაათავისუფლებენ. გიორგი ჭანტურიასთვის ოფიციალურად ბრალის წარდგენის ვადა 18 საათზე ამოიწურა.

გამოძიება მას საბრძოლო მასალის, კონკრეტულად კი, ტყვიების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ვაზნებზე დაკავებულის მამა აცხადებს, რომ ისინი მისი საკუთრებაა.

სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ე.წ. სტამბოლის ბაზარში დასაქმებულების გამოკითხვა გრძელდება.

გახმაურებული მკვლელობის საქმის დეტალებს რუსუდან ლოლაძე არკვევს.