სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

ამ დრომდე ბრალის წარდგენას ელოდება გიორგი ჭანტურია, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ერთადერთი პირია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭანტურიას საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავებიან. უშუალოდ მკვლელობის მუხლით კი ჯერ არავინ დაუკავებიათ.

დაკითხული თვითმხილველების ჩვენებების მიხედვით, ჭანტურიამ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მოკლული მეწილე მკვლელობის დღეს ნახა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამის გამო დაიბარეს ის 16 იანვარს დაკითხვაზე. თავის დროზე ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილების გარკვეულ ნაწილს ჭანტურიას ოჯახიც ფლობდა.

როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში მოვლენები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან, რუსუდან ლოლაძეს ვრთავთ რუსთავიდან პირდაპირ ეთერში.