ყოფილი პარლამენტარის მკვლელობა მესამე დღეა, ბუნდოვანებით არის მოცული. საკუთარ კაბინეტში მოკლული ქუთათელაძის საქმეზე მთელი დღის განმავლობაში დაკითხვები მიმდინარეობდა. გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემაც.
უკავშირდება თუ არა 15 იანვარს მომხდარი გახმაურებული დანაშაული რუსთავში მდებარე ბაზრობას, რომელიც წილების იძულების დათმობის და გადაფორმების გამო არაერთხელ გახდა დაპირისპირების და სასამართლო დავის მიზეზი – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა ცნობილია, როგორ იცვლებოდნენ წლების განმავლობაში ბაზრობის მეწილეები.
საჯარო რეესტრში დაცულ შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს გიორგი კობერიძე გაეცნო.