შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით დაკითხვაზე დაბარებული ერთ-ერთი მოქალაქე სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავთ. რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრე საკუთარ სამუშაო ოთახში გუშინ მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ქვემოქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში ბაზრობაზე დასაქმებულების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
რუსუდან ლოლაძე მუშაობს პოლიციის განყოფილებასთან.