სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიული მოლაპარაკებები თბილისში – საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლის შესრულებას განაგრძობს. სომხური და აზერბაიჯანული მხარეები საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ეს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ არის მიმართული. საქართველოში შეხვედრას მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც.
დღევანდელი მოლაპარაკებები იმ სამშვიდობო პროცესის ნაწილია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით გასულ წელს დაიწყო და რასაც შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეებისა და ნაღმების რუკების გაცვლა მოჰყვა.
ქეთი ჩოხელი გიამბობთ დეტალებს.