გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმში მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა. მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 400 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე პროცესს გუდამაყარში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.