ნოემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მისი ღირებულების ინდექსი ოქტომბერთან შედარებით, 0.8 პროცენტითაა მომატებული.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.6-პროცენტიანი ზრდით იყო განპირობებული. ამასთან, როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, გაზრდილია სამშენებლო მასალებისა და ტრანსპორტირების ხარჯებიც.