სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი იმართება თბილისში, რომელზეც 50-ზე მეტი მომხსენებელი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებს.
ფორუმი ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამეცნიერო წრეების და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. ორდღიანი ფორუმის 13 სესიაზე მომხსენებლები განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებს, დემოკრატიის გამოწვევებს და სხვა საკითხებს.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2013 წლიდან იმართება რონდელის ფონდის ორგანიზებით.