რა საკითხებზე მსჯელობენ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე

15:22, 16.05.2018

რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისები – ამ თემებზე მსჯელობენ თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე. მომხსენებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ისაუბრა. სტუმრებს შორის არიან სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ევროპის, აშშ-ის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები.

ფორუმი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.

 

მსგავსი