სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა

თავდაცვის სამინისტრომ კრწანისში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს ახალი ფუნქციური შენობები, არსებულს კი ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ასევე, ლიცეუმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. პროექტი ღირებულება 40 მილიონი ლარია. მან აღმოსავლეთ საქართველო უნდა დაფაროს. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას დღეს სიმბოლურად საფუძველი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჩაუყარა.