კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა

დასავლეთ საქართველოს მსგავსად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოსაც ექნება. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიად კრწანისი შეირჩა. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლიცეუმი 400 კადეტის მიღებაზე იქნება გათვლილი. მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. სამწლიანი სასწავლო კურსი ეროვნულ სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით წარიმართება.