სამხედრო გემები ტაივანში

ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ავრცელებს. ეს პირველი ასეთი ოპერაციაა ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კუნძულზე ვიზიტს მოჰყვა. როგორც ვაშინგტონში განმარტავენ, ხომალდების მიერ სრუტის გადაკვეთა საერთაშორისო წყლებში თავისუფლად ნავიგაციის დემონსტრირებაა. აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის სრუტეში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთი კუნძულოვან სახელმწიფოს თავის ნაწილად მიიჩნევს.