განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, შესაძლოა, კვლავ გაიყოს. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა უკვე გაიმართა. ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეა. პოსტზე ასევე განიხილება განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი მაისურაძის კანდიდატურაც.
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გუნდში განხილვები გაიმართა.