ლევილის მამულში, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენებლად საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა შესრულდა. ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა და პროგრამის ნაცვლად კი ანსამბლმა „ბასიანმა“ და ქუთაისის კამერულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლებითა და სამგლოვიარო მუსიკით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. დმანისის თეატრმა ტრაგედიას ორი სპექტაკლი მიუძღვნა.
ლევილის მამულში ქართული კულტურის ფესტივალი 29 ივლისს გაიხსნა და 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას იმართება. 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილი ქართული ცეკვის კონცერტის ნაცვლად, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ქართულ საგალობლებს შეასრულებს.