ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის ბოლო კვირას მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება. ამჯერად ფესტივალის სტუმრები ტრადიციული ქართული სპორტის სახეობებს ეცნობიან. დაგეგმილია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ცისკარი. ღონისძიებებს დღეს საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტი დაასრულებს. ლევილის მამული ქართულ ფესტივალს ყოველ შაბათ-კვირას, 24 მაისიდან მასპინძლობს. წლევანდელ ფესტივალში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს.