რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს. პროგრამის ფარგლებში, თითო ბენეფიციარზე 30 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გამოიყოფა. დამატებითი 10-პროცენტიანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, 500 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. განაცხადების მიღება 27 ივნისიდან დაიწყება.