საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დღეს ჩანაწერის წაშლის თემას კამათი მოჰყვა, საუაბარია იმ სამუშაო შეხვედრის ჩანაწერზე, რომელიც 12 სექტმებერს მაუწებლის გენერალურ დირექტორს, მენეჯმენტს, სამეურვეო საბჭოსა და პროფკავრშირების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლების გათავისუფლების თემაზე შედგა.
სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის იმავე სხდომაზე მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჩანაწერი არ უდა გასაჯაროვებულიყო. თუმცა მოგვიანებით, როდესაც მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ სამეურვეო საბჭოდან ჩანაწრი გამოითხოვა, ის წაშლილი იყო. მომხდარის თაობაძე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა პროკურატურას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მაუწყებლის ბორდში კი განმარტავენ, რომ ჩანაწერი სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე წაიშალა, ვინაიდან ის გასაჯაროვებას არ ექვემდებარებოდა.