საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში

უნიკალური ქართული კონტენტი, რომელიც უშუალოდ საქართველოს პირველი არხის ბაზაზე იქმნება – მრავალფეროვანი საეთერო ბადე, პოლიტიკური, ეკონომიკური, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები, არაერთი საერთაშორისო მეგაპროექტი, ტელესკოლა, საქართველოს რადიო და ვებგვერდი 1tv.ge, რომელიც აუდიტორიას ინფორმაციას შვიდ ენაზე სთავაზობს – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტში 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძემ კანონმდებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური დასკვნებიც გააცნო. ასევე მათ ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორის პირველი არხის ახალ შენობაზე, რომელიც უახლოეს წლებში მზად იქნება. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატთა უმეტესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

ისმოდა კრიტიკული და ზოგჯერ დაუსაბუთებელი შენიშვნებიც, უფრო მეტიც, სასესიო დარბაზიდან გაისმა მოწოდება კონკრეტული გადაცემის შინაარსის ცვლილებაზეც. თუმცა, ვასილ მაღლაფერიძემ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასრულდა დრო, როდესაც პირველ არხზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ეს აღარასდროს მოხდება.

ტელესკოლა