სამედიცინო განათლების ახალი სტანდარტი

​სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებს გამკაცრებული სტანდარტები უწესდებათ. თუ უნივერსიტეტები ცხრა ახალ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ, მისი კურსდამთავრებულები უცხოეთში სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ვერ შეძლებენ.

საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისთვის სასწავლებლებს დრო 2023 წლამდე აქვთ. სტანდარტების გაცნობის შემდეგ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტების ნაწილი დახურვის საფრთხის წინაშე დადგეს.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ლიცენზირებული ექიმების რაოდენობა საჭიროზე 10 000-ით მეტია.