სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ სესხებზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ - რას პასუხობს ეროვნული ბანკი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ სესხები და ე.წ მევახშეები – ეს ის თემებია, რომლებზეც სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში დღეს იმსჯელეს. შეხვედრას საპატრიარქოს წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეკრებილები რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ითხოვენ. ეროვნულ ბანკში კი აცახდებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სრული რეგულირება უნდა მოხდეს.