მამა ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულების რაოდენობა დრამატულად იზრდება
მამა ანდრია ჯაღმაიძე - საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულების რაოდენობა დრამატულად იზრდება

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა იმართება, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასა და მათ მიერ მოქალაქეებისთვის მიყენებულ ზიანზე მსჯელობენ.

შეხვედრას როგორც საპატრიარქოს, ისე მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებიან.

“დღევანდელი შეხვედრა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას ეხება. კომერციული ბანკების გარდა, არის სხვა საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის მიკროსაფინანსოები, რომლებიც ახალგაზრდებზე სესხებს გადაუმოწმებლად გასცემენ. არაერთი მაგალითი ვიცი, რომ მოქალაქეებს აუღია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სესხი, შემდეგ ვერ გადაუხდია და ძალიან ცუდ შედეგამდე მისულა. ჰქონია სუიციდის მცდელობაც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებული კლიენტების რაოდენობა საქართველოში დრამატულად იზრდება” – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.