ვატიკანის შემდეგ უნიკალურ პროგრამას ქართველი მსმენელი მოისმენს.
სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი 6 ნოემბერს რუსთაველის თეატრში ორ განყოფილებიანი პროგრამით წარდგება. მათ შორის იქნება ის რეპერტუარიც, რომელიც 2022 წელს სიქსტეს კაპელაში შესრულდა.
ფესტივალი საჩუქარი სწორედ სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის კონცერტით დაიხურება. რიგით 26-ე ფესტივალი 21 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიხსნა და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა.