„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ქართველი მსახიობის, ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
სამძიმრის წერილში ვკითხულობთ: „ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.