სამძიმარი დათა ვანიშვილის ოჯახს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ. სამძიმარზე დღეს „ლეიბორისტების“ ლიდერი ჩავიდა. შალვა ნათელაშვილმა ოჯახს მავთულხლართებთან მიუსამძიმრა. დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2011 წელს მოექცა. მეუღლესთან ერთად მან სახლი არ დატოვა. უარი თქვა მიეღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. წლების მანძილზე მასთან ჩადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქვეყნის წარმომადგენლები, დიპლომატები, ეუთო-ს, გაერო-ს, ევროპარლამენტისა და სხვა მრავალი ორგანიზაციის წევრები. დათა ვანიშვილი მათ რუსული ოკუპაციის სიმძიმეს აცნობდა და ხმამაღლა საუბრობდა იმ პრობლემებზე, რასაც რუსი სამხედროები ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას უქმნიან.

მოამბე