რუსული ოკუპაცია – მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა

15:09, 07.11.2023

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ათენში მიმდინარე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გუშინ მომხდარი ფაქტი აჩვენებს, რამდენად დაუცველი ვართ, როდესაც ნატო-სა და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს.

მსგავსი