მეოთხე დღეა, 13 წლის ბიჭს ეძებენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში. პროცესში ჩართულია 50-მდე მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა. ტერიტორიის დათვალიერება დრონების მეშვეობით ხდება. ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.