ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე დოლრაზე გრძელდება. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს მდინარეში ავტომობილი, რითაც ახალგაზრდები მდინარეში გადავარდნენ.
მიმდინარეობს სამუშაოები ავტომობილის ამოსაყვანად. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების ცენტრის მესტიის, ზუგდიდისა და ქუთაისის ოფისის თანამშრომლები.
22 და 23 წლის ახალგაზრდები პარასკევს შუაღამისას გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ბეჩოში, მდინარე დოლრაზე არსებული ხიდიდან გადავარდნენ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო.