მდინარე დოლრაში გადავარდნილი ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

18:35, 09.06.2019

მესტიაში ხიდიდან მდინარე დოლრაში ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ისინი ავტომობილში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული იყვნენ ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა.

 

მსგავსი