მესტიაში ხიდიდან მდინარე დოლრაში ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ისინი ავტომობილში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული იყვნენ ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა.