სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მესტიის სოფელ ბეჩოში

21:15, 08.06.2019

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში. მდინარე დოლრასა და ენგურში მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ. 22 და 23 წლის მამაკაცები გვიან ღამით ხიდიდან მდინარეში გადავარდნენ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებს ადიდებული მდინარე ართულებს.

 

მსგავსი