სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სვანეთში

სვანეთში გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა დანიშნულების ადგილამდე მივიდა. ბიჭების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ახალგაზრდები ბოლოს 21 ივლისს სოფელ ზეგანში ნახეს. მას შემდეგ მოლაშქრეებთან კონტაქტი დაკარგული იყო. მიმდინარეობდა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია. არსებული ინფორმაციით, ისინი ლენტეხის მიმართულებით გეგმავდნენ ფეხით გადასვლას. ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში 24 ივლისს დაფიქსირდა.