შემთხვევა თეთნულდის მწვერვალზე.
დაშავებული ტურისტები მკურნალობის კურსს მესტიის საავადმყოფოში გადიან. ექიმების განცხადებით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ოპერაცია თითქმის 20 საათი მიმდინარეობდა. მწვერვალზე 6 უცხოელი ტურისტი იყო ჩარჩენილი, მათგან ერთი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპრალში ჩავარდა . მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა ვერტმფრენიც. საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრში SOS-შეტყობინება გუშინ შევიდა.