სამაშველო ოპერაცია სვანეთში

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. გავრცელებული ცნობით, ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესახვევთან მოხდა.