სამარშრუტო ხაზზე გაზრდილი ტარიფი

50 თეთრით გაძვირებული მგზავრობის საფასური და ამ მხრივ დაზარალებული 15 ათასამდე მოქალაქე. საუბარია თბილისი-რუსთავის მიმართულებაზე. კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული სიახლე დღეს აამოქმედა. რუსთავის მერიისა და საკრებულოს წამომადგენლები კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება თვითნებურია, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.