გაძვირებული საწვავი  

საქართველოში საწვავის ფასის მატებამ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა.

წლის ბოლოდან დაწყებული ტენდენცია გრძელდება. თვიდან თვემდე ბენზინი და დიზელი სულ უფრო ძვირდება. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მატებას ლარის გაუფასურების ფაქტორიც ემატება. ნავთობის იმპორტიორები საწვავის ფასის აწევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ სავალუტო ბაზარზე არსებულ რყევებს ასახელებენ და ფასების დასტაბილურებას ეროვნული ვალუტის კურსის დაწევის შემდეგ ვარაუდობენ. სხვა შემთხვევაში ინფლაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.

საწვავის ღირებულების ხელოვნური ზრდის გამოსარიცხად კონკურენციის სააგენტომ ბაზრის შესწავლა დაიწყო.