ცვლილება სარკინიგზო ტარიფებში

მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ორშაბათიდან, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლის ბილეთის ღირებულება ასე განისაზღვრა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი კლასი – 74; ხოლო ბიზნესკლასი – 124 ლარია.

საქართველოს რკინიგზაში ფასის ცვლილების მიზეზად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. ამასთან, საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ასევე, ძალაშია ყველა შეღავათი სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. მოქმედებს საბავშვო ტარიფიც – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.