არჩევნებამდე პრეზიდენტი დროებითი მთავრობის შემადგენლობასაც აკომპლექტებს.
მეორე დღეა, ათონელის სასახლეში პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინიცირებული ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციონერები და სალომე ზურაბიშვილი ჯერ ვერაფერზე შეთანხმდნენ. ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ქვეყნებში ვიზიტების შემდეგ პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა და პოლიტიკურ აქტორებს აცნობა, რომ პრემიერობის მომავალი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. თუმცა ორბელიანების სასახლიდან გამოსული ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარს უარყოფს. ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებამდე კანდიდატების შერჩევა ნაადრევია. კონსულტაციებზე ჯერ არ მისულა, თუმცა მისვლას გეგმავს გახარიას გუნდიც, რომელიც ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის იდეას ეწინააღმდეგება. თავად პრეზიდენტის სურვილია, რომ ქარტიის პუნქტები ყველა ოპოზიციური ძალის წინასაარჩევნო დღის წესრიგში მთავარი თემა იყოს.
რამდენად იზიარებენ ამ მოწოდებას ადრესატები, – თამუნა წიკლაური ადევნებს თვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე კონსულტაციებს.